პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან
რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ სტომატოლოგთან სიარული?
სტომატოლოგიური პრობლემები ბავშვებში პატარა ასაკიდან იჩენს თავს, მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ პირველი კბილების ამოსვლისთანავე, რადგან სარძევე კბილების სწორად განვითარება მუდმივი კბილების ჯანმრთელობის საწინდარია.
2-3 წლამდე შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ესტუმროთ სტომატოლოგს, ხოლო 3 წლიდან - წელიწადში 2-ჯერ.
სტომატოლოგთან პირველი ვიზიტის დაგეგმვა შეხვედრამდე ბევრად უფრო ადრე უნდა დაიწყოთ, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები:
დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.

- მოამზადეთ თქვენი პატარა წინასწარ, ესაუბრეთ ამ თემაზე, ასწავლეთ პირის გაღება და აყურებინეთ ბავშვებისთვის შექმნილი ანიმაციური ფილმებს, რომ თავიდან ავირიდოთ დენტოფობია (სტომატოლოგის შიში).
- არ აირჩიოთ შეხვედრის დროს ისეთი პერიოდი, რომელიც ბავშვის ძილის დროს ემთხვევა. პირიქით, ეცადეთ კარგად დასვენებული მიიყვანოთ კლინიკაში. ამასთანავე, ვიზიტამდე აჭამეთ მსუბუქად, რომ არ მოშივდეს და არ მოიწყინოს.
- ეცადეთ პატარა თავიდანვე დადებითად განაწყოთ, რადგან პირველი ვიზიტი, მას ძალიან დიდხანს ემახსოვრება, ჩვენ კი ამ ყველაფერში მაქსიმალურად დაგეხმარებით.
- პირველი ვიზიტის დროს ჩვენი ექიმები გასწავლიან, თუ როგორი ჯაგრისი და კბილის პასტა უნდა გამოიყენოთ ადრეულ ასაკში და როგორ შეაჩვიოთ პატარა კბილების მოვლის რუტინას.
დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227.